Tuesday, May 25, 2010

Hell of Georgia

უმუშევრობის პრობლემები საქართველოში და მისი დაძლევის გზები


    თანამედროვე მაკროეკონომიკურ პრობლემებს შორის უმუშევრობა კვლავ რჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად. შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების დონის შემცირების მრავალი მიზეზი არსებობს, რომელთა შორის აღსანიშნავია შემდეგი: 
     1. ყოფილ საბჭოთა საწარმოებში დასაქმებული იყო ჭარბი პერსონალი (2–3–ჯერ მეტი, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების ანალოგიური პროფილის საწარმოებში), რასაც საბჭოთა იდეოლოგია განაპირობებდა. მიუხედავად ამისა, ადგილი ჰქონდა მასობრივ ფარულ უმუშევრობას. საწარმოთა განსახელმწიფოებრიობის შემდეგ დღის წესრიგში დადგა დასაქმების ოპტიმიზაციის საკითხი და შესაბამისად, დასაქმებულთა დიდი ნაწილი უმუშევარი აღმოჩნდა;
     2. საწარმოთა საქმიანობის საბაზრო კრიტერიუმებით შეფასებამ გამოავლინა მათი ერთი ნაწილის არამდგრადობა, რადგან მათ ვერ გაუძლეს საბაზრო მოთხოვნებს და გემოეთიშნენ ტრადიციულ საქმიანობას. 
     3. სტრუქტურული ძვრები ეკონომიკაში, რაც გამოიხატა ახალი ტექნოლოგიის და მოწყობილობების დანერგვით და ჭარბი სამუშაო ძალის შემცირება გამოიწვია;
     4. მოსახლეობის დემოგრაფიულ სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებები, კერძოდ შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა ზრდის სამუშაო ადგილებზე მოთხოვნას; 
          5. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში საგადამხდელო ბალანსის მაღალი უარყოფითი სალდო, რაც ნიშნავს მოხმარების სტრუქტურაში იმპორტირებული საქონლის და მომსახურების მაღალ ხვედრით წილს. უმუშევრობა საზოგადოებისათვის ქმნის როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ პრობლემებს. უმუშევრობის ეკონომიკური მხარე ნიშნავს, რომ იგი ზარალს აყენებს ეკონომიკურ განვითარებას. უმუშევრობის პირობებში თავს იჩენს ეკონომიკური არასტაბილურობის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ერთობლივი მოთხოვნის, დანაზოგების და ინვესტიციური მოთხოვნის შემცირება, ერთობლივი მიწოდების კლება, წარმოების დაცემა და სხვა. ამრიგად, უმუშევრობის პირობებში შეუძლებელი ხდება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენება და ეროვნული სიმდიდრის შესაძლო დონემდე ზრდა. ოუკენის კანონის თანახმად, უმუშევრობის ბუნებრივი დონის ზემოთ მისი ყოველი 1%-ანი ზრდა მშპ-ის 2,5%-ით შემცირებას იწვევს.


დასაქმების პრობლემა ახალგაზრდებში



    დღეს საქართველოში დასაქმების მწვავე პრობლემა დგას.ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ახალგაზრდებში.ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას არ აქვს სტაბილური და საკმარისი შემოსავალი.ქვეყანაში გათვალისწინებული უნდა იყოს ახალგაზრდების სრულფასოვნად დასაქმება და ხელშეწყობის საკითხები,რათა სურვილის შემთხვევაში საშვალება ჰქონდეთ,უმაღლესი განათლების მიღების პარალელურად,დასაქმდნენ სასურველ ადგილზე და დამსაქმებელმა გაითვალისწინოს მათთვის შეღავათიანი პირობები.
                 
   ინტერვიუ:         
   ქეთი, 22 წლის
   ვარ 22 წლის,ამაოდ ვეძებ სამსახურს.დავამთავრე უნივერსიტეტი,კერძოდ უცხო ენები. ვიცი კომპიუტერი და ინგლისური.სადაც არ მივედი ყველგან გამოცდილება მომთხოვეს და როგორ მექნება გამოცდილება თუ არ დამასაქმეს?                                                             

     მაია,24 წლის
   მაქვს უმაღლესი განათლება,ვფლობ ინგლისურს და რუსულს და რა თქმა უნდა კომპიუტერს,ვსწავლობდი საზღვარგარეთ და 6 თვეა რაც დავბრუნდი და დაბრუნების დღიდან უშედეგოდ ვეძებ სამსახურს.ბევრს ვფიქრობ და ვერანაირ გამოსავალს ვერ ვპოულობ,გამოდის ისევ უნდა წავიდე საქართველოდან.