Tuesday, June 8, 2010

უმუშევრობა საქართველოში

  უმუშევრობა გლობალური ხასიათის პრობლემაა.ძალიან აქტუალური თემაა იგი საქართველოშიც,მაგრამ მისი ბოლოდროინდელი მაჩვენებლის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.მიუხედავად ამისა შეიძლება თამამად ითქვას,რომ შარშანდელთან შედარებით,უმუშევართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა,რასაც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებმაც შეუწყო ხელი.                                                                                                    ოფიციალური მონაცემებით 2008 წელს საქართველოში 240-260 ათასი უმუშევარი დაფიქსირდა.მომდევნო 2009 წელს 30-35 ათასით მოიმატა.ოფიციალური მონაცემებით 2009 წლის ბოლოს უმუშევართა რაოდენობა სულ 16,4%-ს აღწევს.
   პროფკავშირების ვარაუდით,რეალობა გაცილებით მძიმეა.დალუქვებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები,ზოგადად კრიზისი და დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი არგუმენტებით კომპანიებიდან თანამშრომლების დათხოვნა ქვეყნად უმუშევრობის მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის.ამასთანავე,ჯერჯერობით ვითარების გაუმჯობესება არ შეიმჩნევა.
   უმუშევრობის ტალღამ გადაუარა სამშენებლო სექტორსაც.წარმატებულ პროექტებსაც კი დასაქმებაზე გავლემა არ მოუხდენია.ამ მხრივ კარგი მდგომარეობა არც ტრანსპორტის სფეროშია.არასაიმედოდ გამოიყურება მიგრაციის პროცესის მაჩვენებელიც,რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს.
   უმუშევართა ზრდა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში,სერიოზული პრობლემებია საბერძნეთში,ესპანეთში,პორტუგალიაში.                 ბაზრობების,რესტორნების,აფთიაქების,ავტოგასამართი სადგურების და ბანკების გარდა,დღეს თითქმის არაფერი მუშაობს.პრობლემები შეეხო ყველა დარგს,სასოფლო თვითდასაქმების გარდა.
   რაც შეეხება საკითხს,რამდენად შეძლებენახალი უმუშევრები საკუთარი უფლებების დაცვას და რა გამოსავალი აქვთ ადამიანებს,ექსპერტის დასკვნაც ამ შემთხვევაში არის უიმედო.

No comments:

Post a Comment