Saturday, June 5, 2010

უმუშევრობა-ყველაზე მწვავე პრობლემა

აგვისტოს მოვლენებისა და მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ეკონომიკის რიგ დარგებში შეიქმნა მძიმე პირობები და მასობრივად ათავისუფლებენ მიშაკებს. ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა და არ მოქმედებს უმუშებრობის დაცვის არცერთი მექანიზმი. ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს შესაბამისი დასაქმების სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ დაკავდებოდა ამ პრობლემით. არ არსებობს შრომის ადმინისტრაცია, შრომის ბირჟა, ასევე, შრომის ინსპექცია, ისეთი სტრუქტურა, რომელიც გაარკვევდა დამსაქმებელსა და დასაქმებელს შორის არსებულ პრობლემას. უნდა არსებობდეს სრულყოფილი შრომის კოდექსი, რომელიც დაარეგულირებს ორმხრივ ურთიერთობას დამქირავებელსა და დასაქმებულს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება არათანაბარი, უსამართლო სამუშაო პირობები.
დასაქმება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი საზოგადოებრივი ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.

No comments:

Post a Comment